"გვამებით სავსე ქალაქი" - აუდიტორია #115 არსებულ შრომის პოლიტიკას აპროტესტებს (live)

19:03 02-14-2018
30

აუდიტორია 115 უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები საქართველოში არსებულ შრომის პოლიტიკას აპროტესტებს. მონაწილეები მსვლელობას თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ გამართავს. 

,,2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.
მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! 
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!
მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!
სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა", - ვკითხულობთ  მიმართვაში.