,,იბერიას" ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

17:32 02-14-2018
154

ქავთარაძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ,,იბერიას" ინფორმაციით, დაკავებულია შუა ხნის მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. 
შსს-ს ცნობით, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს საქმე 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.