ბაბუამ, 7 თვის შვილიშვილის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

16:39 02-14-2018
21
თეგები: ბაღდათი

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. შედეგად, 7 თვის ბავშვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ნიუპოტის" ინფორმაციით, მომხდარის გამო მძღოლმა, რომელიც ბავშვის ბაბუა იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 267-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სუიციდის ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.