გორში ავტომანქანა სკოლის მოსწავლეებს დაეჯახა

16:36 02-14-2018
16
თეგები: გორი

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომანქანა სამ გოგონას დაეჯახა. ტელეკომპანია "დიას" ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.

სამივე 13-წლისაა და სკოლის მოსწავლეები, თანაკლასელები არიან. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "გორმედში” ამბობენ, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.