ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა

16:23 02-14-2018
8

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ,,გოდერძი“-ზე გაიმართა 26-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრის დასასრულს სპეციალურმა სამსაჯო გუნდმა, რომელსაც სათხილამურო სპორტში მწრთვნელი ვახტანგ მეხეშიძე ხელმძღვანელობდა, გოგონებსა და ვაჟებში გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ მოსწავლეებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სპეციალური თასები და მედლები გადასცეს.

ღონისძიება პროექტსაზოგადოებრივი პროკურატურისფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მოზარდებში  ცხოვრების  ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.