სააკაშვილი ქართველი სნაიპერების საქმეზე უნდა დაეკითხათ - რუსული მედია ექსგუბერნატორის ექსტრადაციით უკმაყოფილოა.

15:21 02-14-2018
29

როგორც მოსალოდნელი იყო რუსული პრესა განსაკუთრებული ინტერესით ეხმაურება სააკაშვილის პოლონეთში ექსტრადირებას.

როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, საქართველოს ექსპრეზიდნეტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლონეთში გაძევება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის კიევის სვიატოშინკის რაიონის სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო. სასამართლოში მას ჩვენება უნდა მიეცა 2014 წელს მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე. ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე ადვოკატმა ევგენია ზაკრევსკაიამ დაწერა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის დაკითხვა 13 თებერვალს უკრაინული დრიოთ 11:30 იყო დაგეგმილი. როგორც ადვოკატი წერს, მოელოდნენ, რომ სააკაშვილი ნათელს მოჰფენდა ქართველი სნაიპერების საქმეს. აღძრული საქმის მიხედვით, კიევში ქართველი სნაიპერები იმისთვის ჩაიყვანეს, რომ მაიდანზე აქტივისტებისა და პოლიციელების მიმართულებით ესროლათ.

საქმის პროკურორის ალექსეი დონსკის განმარტებით, საქმეს თან ერთვის იტალიური ტელეკომპანია Canale 5 დოკუმენტური ფილმი. ფილმში, პროკურორის განმარტებით, ნაჩვენებია ვინმე კობა ნერგაძე, ზალოგი კვარაცხელია და ალექსანდრე რევაზიშვილი. ამ პირების თქმით, 2014 წელს ისინი, როგორც სნაიპერები, კიევში სააკაშვილის უშუალო მითითებით გაემზავრნენ. ერთ-ერთის განმარტებით კი, მათ უბრძანეს შსს სპეცრაზმისთვის, „ბერკუტი“, ესროლათ.    

დონსკისვე განმარტებით, პროკურატურა ფილმში მოყვანილი ფაქტების შემოწმებას შეუდგა, სააკაშვილი სასამართლომდეც დაიკითხა. დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ფილმში მოყვანილ ფაქტებს არა აქვთ რეალური საფუძველი. თუმცა, ეს დაკითხვა შეწყვეტილი იქნა, „ბერკუტის“ დაცვის დიდი მცდელობების შედეგად. მოგვიანებით, სასამართლომ დაკითხვის გაგრძელების უფლება პროკურატურას მაინც მისცა, მაგრამ დაკითხვიდან ერთი დღით ადრე ის მაინც ჩაიშალა - შეშფოთებას ვერ მალავს პროკურორი. 

რუსული მედია სნაიპერების მონათხორბსაც აქვეყნებს.

ალექსანდრე რევაზიშვილი, სნაიპერი: მაიდანზე, ჩვენთან, პალატაში შემოვიდა მამულაშვილი ვიღაც უკრაინელთან ერთად, რომელიც გაგვაცნო როგორც ანდრეი, მას თან ახლდა ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცი, რომელიც გაგვაცნო , როგორც ყოფილი ამერიკელი სახმედრო კრისტაფორ ბრაიანი...“

კობა ნერგაძე, სნაიპერი:

„ სააკაშვილმა გაგვაცნო მამაკაცი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა და გვითხრა, რომ ის ამერიკის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა სახელით და გვარით კრისტოფორ ბრაიანი. მოგვიანებით, მამულაშვილისგან გავიგე რომ ის ამერიკის არმიაში სნაიპერი იყო. ბრაიანი რუსულად ვერ ლაპარაკობდა, სააკაშვილსა და მამულაშვილს ინგლირუად ესაუბრებოდა... მოქმედება შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდებოდა: ჯგუფს ხელმძღვანელობდა პაშინსკი (სერგეი პაშინსკი - ამჯერად უკრაინის პარლამენტში ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს), გადადის კონსერვატორიაში. მის ჯგუფში შედიოდნენ უკრაინელები, პოლონელები, ქართველები და ლიტველები. პაშინსკის ჯგუფს პირველებს უნდა ესროლათ კონსერვატორიის შენობიდან, 3-4 წუთის შემდეგ სროლა უნდა დაეწყოთ სასტუმრო „უკრაინაში“ განლაგებულ ჯგუფს...

გეგმის მიხედვით, სროლები 20 წუთზე მეტი არ უნდა გაგრძელებულიყო რათა სროლის ადგილსამყოფელი არ გამჟღავნებულიყო. ეშინოდათ, რომ პოლიცია შტურმს განახორციელებდა და მსროლელებს ტყვედ აიყვანდნენ. მამულაშვილმა ჯგუფების ერვრებს თეთრი ხელმკლავები დაურიგა რომ ჩვენიანები სხვებისგან გაერჩიათ...

დილით, ადრე, დაახლოებით 8:00 საათზე... მამულაშვილის ჯგუფმა დაიწყო სროლა სასტუმრო „უკრაინიდან“. მე მესამე სართულზე, კორიდორში ვიყავი და დავინახე სასტუმროს ნომრების ღია ფანჯრებიდან, რომელიც მაიდანზე გადიოდა, ერთი პირი სროლებს ახორციელებდა, მისი „ნაპარნიკი“ კი ყოველი „ზალპის“ შემდეგ ფანჯრებს ხურავდა, სროლის წინ კი ისევ აღებდა. სნაიპერი სროლის დროს ფანჯრიდან ნახევარ მეტრში იდგა. ერთი „ზალპის“ დასრულების შემდეგ ფანჯრები იხურებოდა და ისინი სხვა ნომერში გადიოდნენ.“ - ამბობს ნერგაძე და აცხადებს, რომ 20 წუთის შემდეგ სნაიპერთა ჯგუფმა პოზიციები დატოვა.

      პარალელურად, უკრაინაში უკრაინის გაქცეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.