მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

„ცხენიდან გადმოვარდნის მერე მესამე თითს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი“ - ანი გიუნტერის ახალი ამპლუა - exclusive

15:16 02-14-2018
941

დღეს, 14 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება. სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იქნება, ხოლო სოლისტი - ვალერიან შოუკაშვილი. პროგრამაში ჩაიკოვსკის ნაწარმაოებია. სწორედ ეს ამბავი გვიამბო „რუსთავი 2“-ის დილის ეთერიდან ანი გიუნეტერმა, რომელიც ამავე გადაცემაში, მაყურებელმა ახალ ამპლუაშიც ნახა. ანიმ და ნიკოლოზ რაველმა როლები გაცვალეს. ნიკოლოზმა რუსთვი 2“-ის მოკროფონი მოირგო, ხოლო ანი გიუნტერი ვიოლინოზე უკრავდა.

ჩვენ ანის დაუკავშირდით.

- ანი, რუსთავი 2-ის ეთერისთვის არაერთი პროფესია და როლი მოგირგია, თუმცა მაყურებელმა პირველად გნახა მუსიკოსის როლში. როდის დაეუფლე ამ ინსტრუმენტს?

ეს ჩემი ძირითადი პროფესიაა.  11 წლის წინ ჟურნალისტის პროფესია მოვირგე და ხემი ჩავანაცვლე მიკროფონით. თუმცა როცა მაქვს საშუალება, გამოვავლინო ის, რომ ხემიც არ არის ჩემთვის უცხო, ყოველთვის ვიყენებ შანსს. მე და ნიკამ როლები გავცვალეთ, მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ სადირიჟორო ჯოხი არ გამოვართვი, სანამ მას მიკროფონი ეკავა ხელში... თუმცა, რომ არა ექსპეტიმენტების მოყვარული ხელმძღვანელი, ნინო არაზაშვილი, ასეთი თამამი ვერ ვიქნებოდი და ვერც ასეთი მრავალფეროვანი გამოვიდოდა ჩვენი ეთერები. 

- ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ვალერიან შოუკაშვილს ძალიან მოეწონა შენი ეს ამპლუა...

- ალბათ ხუმრობით. თავიდან დაკვრა რომ დავიწყეთ, თქვა მეორე ხმები არ მომწონსო და დასამტკიცებლად ავიღე აკორდი. რადგან გააგრძელეს, იმას ნიშნავდა რომ სუფთად ვუკრავდით. ეს უკვე აღიარებაა.

ხომ არ შემოგთავაზეს ორკესტრში დაჩენა, ერთ კონცერტზე მაინც...

- მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს მუსიკალური განათლება, აქვს შანსი, შეეჭიდოს მეორე პროფესისაც. მე არ მინდა პრიორიტეტებით ვისარგებლო, ამისთვის საჭიროა მეცადინეობა, კონკრეტული პროგრამის ჩაბარება და თუ საჭირო იქნება, მზად ვარ ეს პროგრამა მოვამზადო. ვფიქრობ, რომ მომავალში ვიქნები ორკესტრში. ეს ჩემი საყვარელი ადგილია. არცერთი რეპეტიცია არ გამიცდენია, როცა სტუდენტური ორკესტრის მუსიკოსი ვიყავი. გადასარევად მახსენდება ეს დრო. დამიკრავს კვარტეტშიც 8 მარტს სამი წლის წინ. მაგრამ იმ ცნობილი ტრავმის მერე, ცხენიდან რომ გადმოვვარდი, აღარ მისინჯავს. მესამე თითს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, მუსიკალურად მეორე თითს. ასე რომ პაუზა დიდი იყო. ახლა ვფიქრობ, რატომაც არა. შესაძლებელია რეაბილიტაციის დრო იყოს. თუ სულით მუსიკოსი ხარ, შეიძლება ცოტა ხნით მიიძინო, მაგრამ ვერ დაკარგავ ამ სამყაროს.

დიდი ეჭვი მაქვს  რომ მალე დიდ სცენაზე გნახავთ ახალი ამპლუით.

 

- იცი როგორ მინდა! ძალიან. ვნახოთ.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი