სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი ინცინდენტის გამო, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

13:09 02-14-2018
40

სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე წინა ხელმძღვანელის, ნუგზარ ჭეიშვილის, რომლის დროსაც მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია მოხდა, თანამდებობის შესაძლო დატოვებას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც შესაბამის ტენდერსა და შესრულებული სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ვარკეთილის მეტროში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. სამუშაოები დაუკვეთა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და ფაქტი ერთია, იყო ხარვეზები როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო დონეზე. რა ეტაპზე დაუშვეს ხარვეზები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგს ისინი ადებენ. თუმცა, მანამდე თუ რომელიმე თანამშრომელს სამშენებლო ან საპროექტო სამუშაოებთან შეხება ჰქონდა, ყველა გათავისუფლდება თანამდებობიდან. 

ვინც პასუხისმგებელი იყო აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, ან მიღება-ჩაბარებაზე, ყველა დატოვებს სამსახურს. გვარ-სახელებზე და რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა და მიიღო სატრანსპოტო კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხდა ტენდერი და მიიღო სატრანსპორტო კომპანიამ, შესაბამისად, თუ სადმე ხარვეზი იყო დაშვებული, სატრანსპორტო კომპანია იყო პასუხისმგებელი,"- განაცხადა მამუკა კობახიძემ.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე