დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ალადაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

13:09 02-14-2018
32

თბილისის ცენტრში დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ალადაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს. 

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

დღეს დილით, სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან შუა ხნის კაცს ესროლეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ის ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა.

ინფორმაცია არ ვრცელდება სავარაუდო დამნაშავის დაკავებასთან დაკავშირებით. შსს-ში აცხადებენ, რომ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.