სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აქვს, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა

12:52 02-14-2018
31

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება. 

„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. 

მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.