სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან შუა ხნის კაცს ესროლეს

12:42 02-14-2018
26

დღეს დილით, სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან შუა ხნის კაცს ესროლეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ის ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა.

ინფორმაცია არ ვრცელდება სავარაუდო დამნაშავის დაკავებასთან დაკავშირებით. შსს-ში აცხადებენ, რომ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.