ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჩაო

მსოფლიო 1711702350

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი საკუთარ აუზში დაიხრჩო

2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის, მილიარდერის ანჯელა ჩაოს გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში არ ამხელდა დეტალებს, რის მიზეზდაც მიმდინარე გამოძიებას ასახელებდნენ. მარტში მიზეზი გაირკვა და თქვეს, რომ ქალი ჩაკეტილ Tesla Model X-ში, საკუთარ აუზში დაიხრჩო. იგი მაშველების დახმარებით გამოიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ის ძალიან დიდხანს იმყოფებოდა წყლის ქვეშ და ვერ მოასულიერეს. ამბობენ, რომ მან არასწორად გამოიყენა სენსორული ეკრანი, რამაც გამოიწვია მანქანის უკან გადაადგილება.ანჯელა ჩაო იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალი შეერთებულ შტატებში. ის იყო Foremost Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გემებით ტვირთების გადაზიდვის სფეროში. ის ასევე იყო აშშ-ს ტრანსპორტის ყოფილი მდივნის ელეინ ჩაოს და.უბედური შემთხვევა, რომელიც ანჟელა ჩაოს სიცოცხლედ დაუჯდა, 2024 წლის 10 თებერვალს მოხდა. Wall Street Journal-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღეს 50 წლის მილიარდერმა მეგობრები თავის რანჩოში მიიწვია, ტეხასში. ჩინური ახალი წელი აღნიშნეს და ქალბატონმა მეგობრები სასტუმრო სახლში დატოვა. თვითონაც სასწრაფოდ წავიდა სახლში, რადგან იქ 3 წლის შვილი ელოდა. დროის დაზოგვის მიზნით, მან გადაწყვიტა Tesla Model X-ით წასულიყო -თუმცა ფეხით მისვლას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდებოდა.წასვლიდან რამდენიმე წუთში პანიკურად დაურეკა მეგობრებს. ყვიროდა, რომ შემთხვევით უკან დაიხია, მანქანა ამოტრიალდა და აუზში ჩაძირვა დაიწყო.ქალის მეგობრებმა სასწრაფოდ გამოიძახეს მაშველები, რელიეფის გამო აუზამდე ფეხით სიარული მოუწიათ. ამის შემდეგ მათ კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ - არც ლუქი და არც კარი გაიღო, ქალის ხაფანგიდან გამოსაყვანად. მაშველები ძალიან შეშფოთდნენ, რადგან მათ საქმე ჰქონდათ ელექტრო მანქანასთან წყალში. თუმცა ელექტრომობილები ისეა დაპროექტებული, რომ წყლის ქვეშაც კი არ წარმოადგენენ საფრთხეს. ანჯელა ჩაო  მიწაზე გადმოიყვანეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო.ანჯელა ჩაოს გარდაცვალების გარემოებები ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს. მათი თქმით, მას მხოლოდ ერთი წუთი რჩებოდა ჩაძირული მანქანიდან გადმოსასვლელად. მისი გადარჩენა შეიძლებოდა ღილაკზე დაჭერით, ფანჯრის დასაწევად, მაგრამ მან ეს მვერ მოახერხა. ექსპერტების აზრით, სიტუაციაში დამნაშავე არავინაა და ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევაა.

შეფი

საზოგადოება 1711701911

“როდესაც ეს საჭმელი გვაქვს, ტაციაობაა ხოლმე”, – რომელი კერძი უყვართ ნაკრების ფეხბურთელებს

რას აჭმევს ნაკრებს შეფი კონსტანტინე - ამის შესახებ მან "იმედის" გადაცემაში ისაუბრა. "კვერცხი, შვრია, გოჯიბერი, მაწონი, ნუშის რძე, ჩირი, თხილი. კვარა მაგალითად, ომლეტს ჭამს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტით.(სოკოს გარეშე) გიჟდებიან მეგრულ სამზარეულოზე, როდესაც ხარჩო და ღომი გვაქვს ამაზე ტაციაობაა. ჩია ყველას უყვარს"- ამბობს შეფი კონსტანტინე. 

ქალი

მსოფლიო 1711701315

ესპანეთში, პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა სექსში სტარტი აიღო

ესპანეთში სექსის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც რეალობისა და სპორტული შეჯიბრების ნაზავია. სასწორზე, დიდებისა და თასის გარდა, საინტერესო ფულადი ჯილდოც არის - 10 000 დოლარი.პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სექსში: "სპორტსმენები" და დისციპლინები17 კონკურსანტი, პორნოვარსკვლავი მთელი მსოფლიოდან, იასპარეზებენ, რასაც გადაიღებენ 24 საათის განმავლობაში კამერები, რომლებიც მიმოფანტულია ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე, მდიდრულ საიდუმლო ვილაში, ერთი თვის განმავლობაში, 5 მარტიდან 5 აპრილამდე.შეიძლება ეს Big Brother-ის აღორძინებად მოგეჩვენოთ, მაგრამ რაც იცვლება ის არის, რომ კონკურსანტების სექსუალურ პერფორმანსს კენჭს უყრის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური და ასევე მაყურებელი სახლიდან.დიახ, რადგან სპორტსმენებს მოუწევთ ძალების მოსინჯვა და 16 სპეციალობაში: ეროტიკული მასაჟი, პრელუდია,  კრეატიულობა, პოზები და მიღწეული ორგანიზმების რაოდენობა.17 მონაწილე მოდის იტალიიდან, ირანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, გერმანიიდან და შვედეთიდან. რბოლა დაიწყება ყოველდღე 13:00 საათზე. პორტალი აჩვენებს კონკურენტების პროფილებს და შედეგებს რეალურ დროში."სექსი, როგორც სპორტი"ამ ტრანსგრესიული ინიციატივის მომხრეებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ სექსი არის ხელოვნების ფორმა, რომელშიც ათლეტიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს სპორტად ყველა თვალსაზრისით.გადაცემის სანახავად მოგიწევთ 28 დოლარის გადახდა და როგორც Corriere del Mezzogiorno განმარტავს, თუ რა ხდება ვილაში, კომენტარს გააკეთებენ აშშ-ს სტუდია, პორნოწამყვანი და მსახიობი კორალინ ჯეველი, ასევე ფსიქოლოგები და სექსოლოგები. საზოგადოება ხმის მიცემას სმარტფონის ან კომპიუტერის საშუალებით შეძლებს.იტალიელებიეროვნულ სიამაყეს სამი იტალიელი დაიცავს: ჯენიფერ სტოუნი, 43 წლის ჰარდკორ შინაარსის შემქმნელი, წარმოშობით პრაღადან, და წყვილი, რომელიც შედგება ყოფილი ჟურნალისტი მარიაჯოვანა ფერანტესა და მისი ქმარი ენრიკო დ'ავასიოსგან, შესაბამისად, პაგანიდან (სალერნო). და San Giorgio a Cremano (ნეაპოლი). - წერს უცხოური მედიაასევე ნახეთ:"ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობსდააკავეს ქალი, რომელმაც დედას გული ამოჭრა იმისთვის, რომ „შეემოწმებინა ბოროტი იყო თუ არა“ (უცხოეთი)

  გიორგი მამარდაშვილი

სპორტი 1711700715

გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივარს მიმართავს

"ვალენსიას" X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს."მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები "ევრო 2024"-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს, "მესტალიაზე", მალიორკასთან მატჩზე", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.

ბაკურიანში ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

შემთხვევა 1711700654

„ადგილობრივები მზად არიან დაეხმარონ მაშველებს...“ - ახალი დეტალები ბაკურიანიდან, სადაც ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა. მაშველები დრონებით და ვერტმფრენით ცდილობენ თოვლის მასაში მიაგნონ დაკარგულ ადამიანს.შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივები, ხუთი ბურნით, შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ხუთიდან ოთხმა გაასწრო ზვავს და უსაფრთხო ადგილას გავიდა. ერთს ამ დრომდე ეძებენ.ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ნუგზარ ქუთათელაძის განცხადებით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები 07:00 საათიდან განაახლეს.მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო 20-მდე ადგილობრივმა სამძებრო სამუშაოებში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოაცხადა."შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო სამსახურმა დაახლოებით 07:00 საათზე განაახლა სამუშაოები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეასრულეს სამი რეისი, გადაიყვანეს მაშველები. გუშინდელთან შედარებით, მაშველები დამატებულია. ადგილობრივებმაც გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ დაეხმარონ მაშველებს, დაახლოებით 20 კაცამდე, მგონი, გადავიდნენ კიდეც, რომ მიეხმარონ მაშველებს. რელიეფი არ იძლევა სამუშაოების იოლად წარმოების საშუალებას. მარტის ბოლოს, ამინდი ისეთია, რომ ზვავსაშიშროება არსებობს", - განაცხადა ნუგზარ ქუთათელაძემ.