ანა ნაცვლიშვილი: მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები თუ იქცევა კანონად, მაუწყებელში კორუფციის რისკი გაჩნდება

12:22 02-14-2018
14

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებით საფრთხეს შეუქმნის მაუწყებლის არსს და იდეას.

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პრეზენტაციისას პარლამენტში განაცხადა.

,,მოტივირებული შენიშვნები შეეხება ამ კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა შეიცავს საფრთხეებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიკეთეების დაზიანების. კერძოდ თუ ეს ცვლილებები იქცევა კანონად ამით არსებითად შეიცვლება და დაზიანდება მედია ბაზარი და მედიაგარემო. ეს ცვლილებების ასევე პრობლემებს შეუქმნის თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს და მაუწყებლის არსი და იდეა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და ასევე ეს ცვლილებები თუ იქცება კანონად არსებით რისკებს შექმნის კორუფციისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.