დოდო გუგეშაშვილს, ნოდარის გარდაცვალების შესახებ დღეს ეტყვიან - თამაზ გუგეშაშვილი

12:05 02-14-2018
48

ღუდუშაურის საავადმყოფოსთან დოდო გუგეშაშვილის ძმამ, თამაზ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, რომ დოდოს, ნოდარის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელი დღეს შეატყობინებს.

"დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უკეთესია, თუმცა მისი გადაადგილება საფრთხის შემცველია. ექიმები მისი გადაყვანის შესახებ ექიმები რეკომენდაციას არ იძლევიან და ჩვ3ნ მოგვიწევს ხელის მოწერა საბუთზე მისი გადაყვანის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც დოდოს და ნოდარს გამოუგზავნა ჯვრები. დოდოს, მეუფე შეატყობინებს ნოდარის დაღუპვის ამბავს. გავრცლებული ხმები, რომ დოდოს რაიმე ბიზნესი ჰქონდა არ არის მართალი. რაც შეეხება ნოდარს, ის ყოვლად უკონფლიქტო ადამიანი იყო, ვერც ვიხსენებთ, ისეთ ადამიანს , რომელიც მასზე ნაწყენი იქებოდა", - განაცხადა თამაზ გუგეშაშვილმა.