კახა კალაძის თქმით, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ექსპერტიზის გარეშე არ განხორციელდება

11:10 02-14-2018
20

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა. 

ამის შესახებ თბილისის მთავრობის დეევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მერიას ამ მიმართულებით კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვს.

"ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ არსებული სისტება და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხს. მე ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოედგინათ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ და იყოს ზედამხედველობა.

არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა. ასევე, როდესაც სამშენებლო სამუშაოების პროცესი დაიწყება და განხორციელების ეტაპზე იქნება, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ ზედამხედველობას საპროექტო დავალებების შესრულებაზე, მათ შორის სამუშაოებზე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება. ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი მერიის მხრიდან, მაქსიმალური ყურადღება ხარისხსა და ზედამხედველობაზე",- განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე