საქართველოს მთვარობა ლიბანს ყიდის

11:06 02-14-2018
26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში აუქციონზე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ლიბანი“ გასაყიდად გამოიტანა.

 

სანატორიუმი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში –  ამპირის სტილშია აშენებული.  შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება, აღნიშნული ქონების საერთო ფართი 52 040 კვ. მ-ს შეადგენს. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 937 000 ლარია.