კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილე მერიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურს დატოვებს

10:46 02-14-2018
27

თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრნასპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს მამუკა კობახიძეს, იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება დაავალა, რომლებიც მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.

"ცოტა ხნის წინ "ვარკეთილის" მეტროში ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე შესწავლილი იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოს შესრულების დროს დაწყებული საპროექტო სამუშოაების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუაშოების პროცესით, კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც ამის აუციულელობა იყო მოთხოვნილი. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, მანამდე მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დავავალო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დააკვებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულნი. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ასრებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოებსი ხარისხს. 2 კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოედგინათ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ. დღეს უკვე შემუშავებულია კონცეფცია და მინდა სხდომსი შემდეგ ეს გავაცნოთ მოსახლეობას. თუმცა, აქვე ვიტყვის, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებელი ხდება და შემდეგ როცა ხელშეკრულება გაფორმდება განხორციელდეს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და მისი დაპროექტების და შემდეგ შესრულების ეტაპზე. არცერთ საპროექტო დოკუმანტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე ვიდრე არ განხორცილდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი შემოწმება. ასევე,მუდმივ ზედამხედველობას განვახორციელებთ საპროექტო დავალებების შესრულებაზე. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე",- განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე