"დედამიწაზე თუ აღმოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს კორუფციულობაზე იტყვის, მზად ვარ სასულიერო პირობაზე უარი ვთქვა..." - გიორგი ზვიადაძე

20:50 02-13-2018
54

სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ დედამიწაზე არ არსებობს არავინ, ვინც მის კორუფციულობაზე რამეს იტყვის.

ამის შესახებ ზვიადაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა. 

"გადაამოწმონ, დედამიწაზე ნებისმიერი ადამიანი თუ აღმოჩნდება, რომელიც ჩემს კორუფციულოაბზე ისაუბრებს, მზად ვარ უარი ვთქვა საჯაროდ, სასულიერო პირობაზე. პრორექტორი ვიაყვი 10 წლის განმავლობაში, 105 ლარი მქონდა ხელფასი და 150 დოლარი ბინის ქირა გადასახდელი, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობდი, სუფთად გვეცხოვრა", - განაცხადა ზვიადაძემ.  



ავტორი: ლილუ მიროტაძე