მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"ადამიანებმა 5 წლის წინ დაამთავრეს აკადემია, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი საჭირო?!..."- გიორგი ზვიადაძე

20:33 02-13-2018
22

სასულიერო აკადემიის რეექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ სკანდალი, რომელიც სასულიერო აკადამიის ირგვლივ აგორდა, სიცრუეა.

ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა და აღნიშნა, რომ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებს პატრიარქისთვის და სინოდისთვის უნდა მიემართათ.  

"ადამიანებმა 5 წლის წინ დაამთავრეს აკადემია, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი საჭირო?! მათ არ აქვთ უფლება საჯარო სივრცეში გამოდიოდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. მათ თავი უნდა შეიკავონ იმისგან, რომ საჯაროდ გალანძღონ აკადემიის პროფესურა", - განაცხადა ზვიადაძემ. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე