დღეს მსოფლიო რადიოს დღეს აღნიშნავს

19:16 02-13-2018
8
თეგები: რადიოს დღე

დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა.

რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის შემოთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან სწორედ 1946 წლის  13 თებერვალს შეიქმნა გაეროს რადიო.

იუნესკოს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

იუნესკო მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მსოფლიოს ფართო აუდიტორიისთვის რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

“რადიო კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროებს მცირე რესურსებს. რადიო საშუალებას იძლევა ხმა მიაწვდინო მოწყვლად და მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას: გაუნათლებელ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უღარიბეს მოსახლეობას, ქალებს და ახალგაზრდებს. აძლევს მათ შესაძლებლობას მათი განათლების დონის მიუხედავად, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ დოსკუსიებში. რადიო აგრეთვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს”, -აღნიშნულია რადიოს მსოფლიო დღის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რადიო, დახვეწას განაგრძობს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს: მობილურ კავშირს, პლანშეტურ კომპიუტერებს. ამავდროულად, ახალი ტექნოლოგიების კონკურენციის პირობებში, მსოფლიოში რადიოსადგურები წყვეტენ მაუწყებლობას და მუშაობას ვებ-გვერდების საშუალებით აგრძელებენ.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.

საქართველოში კი 1925 წლის 23 მაიისს, ანუ ზუსტად 88 წლის წინათ თბილისში. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე