მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

ორივე მტკიცებულების სასამართლოზე დაშვება მოხდა - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროკურორი

18:32 02-13-2018
23

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მვკელობის საქმეზე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა ორი მოწმე და დროის გათვალისწინებით სხვა მოწმეების დაკითხვა ვერ მოხერხდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განუცხადა.

"წარდგენილი იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარემ მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის განხილვა. ასევე წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილი იქნა საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის, კერძოდ კომპიუტერული ექსპერტიზის წარდგენა თანდართული მასალებით. სასამართლომ მიიჩნია ორივე შუამდგომლობა დასაბუთებული და სამართლებრივი და მოხდა ორივე მტკიცებულების სასამართლოზე დაშვება. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკვლეული იქნება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები საქმის არსებითი განხილვის დროს ", - განაცხადა პროკურორმა.

 

ლაშა ბაბუხადია