უკრაინაში აქცია დაანონსდა - ,,პოროშენკო უკრაინის წარსულია"

17:38 02-13-2018
45

უკრაინაში 18 თებერვალს ტარას შევჩენკოს ძეგლის მახლობლად აქცია დაანონსდა:

"პოროშენკო უკრაინის წარსულია, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, ჩვენ გავხდით ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანა, გამძვინვარდა კორუფიცია, განახლდა პოლიტიკური რეპრესიები და ახალ რეფორმებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. პრეზიდენტმა პოროშენკომ, უკრაინასა და მაიდან უღალატა. რადგან ის არის დაქირავებული თანამშრომელი, ხალხის მიერ უნდა შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, როდესაც თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, ის უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ შეგვიძლია ამოვიდეთ სიღარიბის ორმოდან და შევძლოთ სოციალური და ეკონომიკური გარღვევა უმოკლეს დროში, როგორც ეს მოახერხა მეზობელმა პოლონეთმა, რუმინეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები:

1.      პრეზიდენტი პოროშენკოს გადადგომა.

2.      ახალი პარლამენტის არჩევნები, საკონსტიტუციო პარლამენტი, რომელიც იქნება 300 ახალი წევრით შემდგარი, რომლის ვალდებულება იქნება სისტემის შეცვლა და ახალი კანონების მიღება

3.      ახალი მთავრობა განახორციელებს სამოქმედო პროგრამას "ახალი ორგანოს 70 დღე"

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს მომავალზე !

 

18 თებერვალს, კვირას, 12:00 საათზე აქცია გაიმართება ტარას შევჩენკოს ძეგლის მახლობლად. თითოეულ რეგიონში ჩატარდება საპროტესტო აქციები, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ, როგორც კიევში, ისე რეგიონებში. ჩვენ კიევში უნდა ვიყოთ ასიათასობით!".