თეა თუთბერიძე: გია გეწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

17:11 02-13-2018
51

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ამის შესახე სოციალუ ქსელში თეა თუთბერიძე წერს. 

"გია გეწაძემ განცხადება დაუწერა მინისტრთა კაბინეტს გადადგომაზე! იმედია სწრაფად მოაწერენ ხელს. უკრაინის ხელისუფლება აღარ იმსახურებს გიასნაირების იქ ყოფნას რადგან ქოცებზე უარესი და სამარცხვინო ხელისუფლებად იქცა და ბოლომდე გაფარჩაკდა!", -  წერს თეა თუთბერიძე facebook-ში.

შეგახსენებთ, უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს.