მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

მიხეილ სააკაშვილი - დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ

16:31 02-13-2018
27

ჩემი უკრაინიდან გაძევება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა, - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ მათ „პათოლოგიური მატყუარები მართავენ“.

„ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირად დიად ქვეყანას მართავდნენ. პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია და მე არასოდეს შევდივარ გარიგებაში ოლიგარქებთან. პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.