ხორავას საქმის პროკურორი: ბრალმდებლის მხრიდან ექსპერტიზის გაჭიანურება სიმართლეს არ შეესაბამება

15:40 02-13-2018
20

დღეს სასამართლო სხდომაზე ჯვარედინი წესით - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმის დაკითხვა. წინა პროცესზე ხსენებული მოწმის დაკითხვა ბრალდების მხარემ განახორციელა პირდაპირი წესით. დროის ამოწურვის გამო ბრალდების მხარე მოწმის დაკითხვას განაგრძობს დღეს სასამართლო სხდომაზე ჯვარედინი წესით." - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

პროკურორმა დაცვის მხარის ბრალდებას ექსპერტიზის განზრახ გაჭიანურების თაობაზე საზოგადოების შეცდომაში შემყვანი უწოდა.
" ბრალმდებლის მხრიდან გაჭიანურება არ შეესაბამება სიმართლეს. ვინაიდან ბრალმდებლის მხარეს შეხება ექსპერტიზის კვლევასთან ფაქტობრივად არ გააჩნია." - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. ადვოკატები 51-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს ჯვარედინი წესით დაკითხავენ. სხდომა დახურულია.

ავტორი: ლაშა ბაბუხადია