ეკატერინე მაჭარაშვილი: "ექსპერტიზის შედეგები ხელოვნურად ჭიანურდება"

15:23 02-13-2018
23

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ეკატერინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი პროცესი გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით. 

"წინა პროცესზე ვერ დასრულდა მოწმის დაკითხვა დროის სიმცირის გამო. შემდგომ კი სავარაუდოდ სკოლის დირექტორიც დაიკითხება" - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე ბრალდებულის ადვოკატმა ექსპერტიზაზე ისაუბრა, რომელსაც განზრახ გაჭიანურებული უწოდა.
"ჩვენ ვაპირებთ რომ ჩატარდეს უცხოელი ექსპერტების მიერ ექსპერტიზა,რომელიც მოწვეული იქნება ჩვენს მიერ,როგორც ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ბრალდებულის მიერ დანიშნული ექსპერტიზა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ჩავატარებთ ჯერ დამოუკიდებელ ექსპერტიზას. მე ვფიქრობ , რომ ხელოვნურად ჭიანურდება ექსპერტიზის  შედეგები." -განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა. 

ავტორი: ლაშა ბაბუხადია