"ევროკავშირი და ნატო ევროპის დაყოფას აგრძელებენ და არა გაერთიანებას" - კონსტანტინე კოსაჩოვი

15:14 02-13-2018
8

რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო ევროპის დაყოფას აგრძელებენ და არა გაერთიანებას, ამის ტრაგიკული მაგალითი კი უკრაინაა.

„ბოლო ტრაგიკული მაგალითი, რომელიც ჩვენს თვალწინ აგრძელებს განვითარებას ან, შესაძლოა დეგრადირებას, არის ჩვენთვის ასე ახლობელი უკრაინის ბედი, რომელიც სრულიად ხელოვნური და უხერხული არჩევნის წინაშე დგას - „ვის მხარეს ხართ? ჩემი აზრით, ახლა ნატო და ევროკავშირი აგრძელებენ ევროპის დაყოფას და არა გაერთიანებას“ - ამბობს კოსაჩოვი