,,საქართველოს და უკრაინის ხელისუფლება მიმართავს კვლავ : პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებას , პოლიტიკურ ძალადობას’’ - სერგო რატიანი

14:42 02-13-2018
15

,,ევროპული საქართველოს’’  წევრმა სერგო რატიანმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ  ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის  პოლიტიკური დევნა, რომელიც აფერხებს  ქევყნის განვითარებას და ვნებს  საერთაშორისო იმიჯს.

,, ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი  პოლიტიკური დევნა. სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც,  როგორც საქართველოს ისევე უკრაინის ხელისუფლება  მიმართავს კვლავ : პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებას , პოლიტიკურ ძალადობას .  ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად ვნებს  ქვეყნის საერთაშორისო იმჯს’’- განაცხადა  სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ  საქართველოს  ყოფილი  პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი,  2018 წლის  12 თებერვალს კიევში,  რესტორან  "სულგუნში" დააკავეს.

ავტორი: თამარ ცუკოშვილი