დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებე

13:04 02-13-2018
12

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, საქართველოში მართლმსაჯულება არ არის და რჩებათ ერთი გზა, რომ ევროპუს სასამართლოს მიმართონ. 

"ქვეყანაში დამოუკიდებელი მოსამართლეები არ არიან. ეს იყო იმ შეკვეთის გაგრძელება, რომელსაც პროკურატურიდან არის დაწყებული და საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. დღეს კოპირება გაუკეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვრჩება ერთი გზა, რომ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ როგორი სიბინძურეა მართლმსაჯულების მხრივ.  მინდა ვთქვა, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს, სამართალი ვერასოდეს იზეიმებს და ყველაფერი კეთდება, რათა მოერგოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებს"- განაცხადა რამიშვილმა. 

შეგახსნებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. 
მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.