ცისკარიშვილი: სააკაშვილის თავგადასავალი ამ დღეებში იწყება და არ მთავრდება 

11:56 02-13-2018
30

კადრები, რომელიც სააკაშვილის პოლონეთში გამგზავრებას წინ უძღოდა ქართული სახელმწიფოს მიმართ საკმაოდ დამამცირებელია - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კიევიდან სააკაშვილის ვარშავაში დეპორტაციის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.  ცისკარიშვილის თქმით, სააკაშვილის თავგადასავალი ახლა იწყება. 

"ასეთი ფინალი ძნელად მისახვედრი არ იყო და როგორც კი თვალსაჩინო გახდა სააკაშვილის წინააღმდეგ აღკვეთილი უკრაინის ხელისუფლების ქმედებანი რამდენჯერმე ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ყველაზე რეალური და უფრო შედეგიანი იქნებოდა სააკაშვილის გამგზავრება პოლონეთში, ჰოლანდიაში ან ლიტვაში, საიდანაც მას ჰქონდა უფრო ადრე მიღებული მზაობა. თვითონ დეპორტაციის ფორმატი არის იმ კადრების შემხედვარე, რაც სააკაშვილის პოლონეთში წასვლას წინ უძღოდა არის ქართული სახელმწიფოს მიმართ საკმაოდ დამამცირებელი. თუმცა, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო. არ ვარ დარწმუნებული რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი დიდხანს იქნება პოლონეთის სივრცეში, თუ მას პოლონეთის მოქალაქეობას მისცემენ, მაშინ ვიხილავთ მას ევროპის სივრცეში და არ გაგვიკვირდება თუ აშშ-ში აღმოჩნდეს. ასე რომ, სააკაშვილის თავგადასავალი ამ დღეებში იწყება და არ მთავრდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ კიევში მდებარე რესტორან „სულგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია დეპორტირებული.