ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს 51-ე სკოლის დირექტორი დაიკითხება

10:29 02-13-2018
20

ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ადვოკატები 51-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს ჯვარედინი წესით დაკითხავენ. სხდომა დახურულია. საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, ეკატერინე მაჭარაშვლის თქმით, წინა პროცესზე მტკიცებულებების სახით ექსპერტიზის დასკვნები სრულად ვერ წარადგინეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი ამ შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზეც იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ 2017წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.