ექსკლუზიური ინტერვიუ მამა გიორგი ზვიადაძესთან - სასულიერო აკადემიის სკანდალი

18:53 02-12-2018
82

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები, ყოფილ რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებენ. მამა გიორგი ზვიადაძე ბრალდებას უარყოფს და „პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ შეუძლებელია სასულიერო აკადემიაში ძალადობა იყოს, რადგან აკადემიას ჰყავს მაღალი კომპეტენციის სამეცნიერო საბჭო, რომელიც 35 პროფესორისგან შედგება.

„შეუძლებელია სასულიერო აკადემიაში ძალადობა იყოს. სასულიერო აკადემიას ჰყავს მაღალი კომპეტენციის სამეცნიერო საბჭო, რომელიც 35 პროფესორისგან შედგება. სასულიერო აკადემია ეკლესიის წიაღში შექმნილი საღვთისმეტყველო სკოლაა, რომელიც უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ იმყოფება“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით სტუდენტების ბრალდება არის მიმართული ეკლესიის და აკადემიის წინააღმდეგ.

„სტუდენტების ბრალდება ჩემს მიმართ და არამარტო ჩემს მიმართ არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ვერცერთ მოქმედ სტუდენტს ვერ იპოვით სასულიერო აკადემიაში, რომელიც იტყვის, რომ აკადემიაში ადგილი აქვს ძალადობას. ჩვენ პროფესორები, ლექტორები, სტუდენტები ვართ გაერთიანებული და აკადემიაში სუფევს სიმშვიდე - თქვა პროტოპრესვიტერმა.

როგორც პროტოპრესვიტერმა განმარტა, სასწავლებელი არის მაღალი მოთხოვნის, აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.

„ეს სასწავლებელი არის მაღალი მოთხოვნის, აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის. ვინც მომავალში ეკლესიაში აპირებს მოსვლას, მათი უმრავლესობა უნდა აღიზარდოს სწორედ ამ აკადემიაში, ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ გაერთიანებულები იმისთვის, რომ გავამართლოთ ის მოთხოვნა და გეზი, რაც პატრიარქმა დაუსახა სასულიერო აკადემიას“ - დასძინა მან.

ავტორები: საბა ხვიჩია 
                   სესე კოპალეიშვილი