მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

„მხოლოდ ქართულის“ წამყვანები „რუსთავი 2“-ზე“ ილო ბეროშვილი და ნიკა გრიგოლია იქნებიან - exclusive

17:55 02-12-2018
1142

როგორც უკვე იცით, „რუსთვი 2“ ახალი მუსიკალური მეგაშოუსთვის ემზადება. „მხოლოდ ქართული“ ასე ჰქვია შოუს, რომელშიც მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება. პროექტის მთავარი პროდიუსერი გიორგი უშიკიშვილი გახლავთ. ხოლო ჟიურის წევრები გიორგისთან ერთად, მარინა ბერიძე და სოფო ნიჟარაძე იქნებიან. 

როგორც შევიტყვეთ, ლაივებზე ჟიურის კიდევ ორი წევრი დაემატება, თუმცა ამ ეტაპისთვის მათი ვინაობა კომფიდენციალურია. 

ექსკლუზიურად შევიტყვეთ ისიც, რომ პროექტის წამყვანები ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი იქნებიან.

ილო ბეროშვილმი:

- ასეა, მე და ნიკა გრიგოლია ვიქნებოთ წამყვანები ქასტინგებზე, კულისებში, ხოლო, ვინ იქნებიან პროექტის კიდევ ორი წამყვანი, ჯერ-ჯერობით მკაცრად საიდუმლოა. 

- გოგო-ბიჭია თუ?

- ჯერ სქესსაც ვერ გაგიმხელთ.

ერთი სიტყვით, პროექტი ჯერ არ დაწყებულა, ინტრიგები კი უკვე დაიწყო. ამის თქმის საფუძველს გიორგი უშიკიშვილის მიერ გაჟღერებული ერთი ფრაზა მაძლევს. „მე სავარაუდოდ მანდილის ჩასაგდებად დამიძახეს მარინასა და სოფოს შორისო“, აღნიშნა ღიმილით პროქტის მთავარმა პროდიუსერმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

შეიცვლება თუ არა მარინა ბერიძე, გამოიჩენს თუ არა სიმკაცრეს სოფო ნიჟარაძე და რა მისია ექნება მთავარ პროდიუსერს ჟიურიში, გადაცემის ეთერში გასვლისას შეიტყბთ. თუმცა, „პრაიმტაიმი“ ეცდება შესარჩევ ტურებზეც შეიპაროს და ყველაზე საინტერესო მომენტები ექსკლუზიურად გაჩვენოთ.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი