მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს

17:18 02-12-2018
141

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, მიხაილოვის გამზირზე მდებარე რესტორან "სულგუნიდან" ნიღბიანმა პირებმა გაიატაცეს.

ამის შესახებ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავცრელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.

შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე სააკაშვილის სოციალურ გვერდზე ლაივვიდეო ჩაირთო, სადაც ჩანდა, როგორ შემოვიდნენ რესტორანში ნიღბიანი პირები. ვიდეო რამდენიმეწამში გაწყდა, რის შემდეგაც სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილი დააკავეს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე