მალიბუ -,,მუსიკა ასოცირდება სექსთან, ვთვლი, რომ ადამიანი მუსიკის შექმნისას უნდა იყოს ისეთი შიშველი, როგორც სექსში“

16:07 02-12-2018
215

მომღერალი და კომპოზიტორი. ენერგიული, მიზანდასახული და სკანდალური მალიბუ მის წარსულზე , ცხოვრების წესზე და მომავალზე საუბრობს, მალიბუ მაშინ ხდება არაადეკვატური, როდესაც უსამართლობას ხედავს, გმობს ყველანაირ ძალადობას. ამჟამად მხოლოდ საქმით არის დაკავებული. ფიქრობს, რომ თუ ადამიანს, მთელი გულით უნდა რამის გაკეთება ის ყველაფერს მიაღწევს.

ბლიც-ინტერვიუ მალიბუსთან.

სახელი:- მალიბუ.

გვარი:- ტუღუში.

ასაკი:- 19

პროფესია:- მომღერალი-კომპოზიტორი.

თავისუფალი დღე:-  გადატვირთული გრაფიკის გამო თავისუფალი დღის ნახევარს ვუთმობ ძილს და მეორე ნახევარს თავის მოწესრიგებას.

ცხოვრებისეული გამოცდილება:- თითოეული ჩემი რისკიანი ნაბიჯი არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება.

დაუფიქრებელი ნაბიჯი:- საცხოვრებელი ქალაქის შეცვლა ძალიან პატარა ასაკში.

რაღაც კონკრეტულ საკითხზე ფიქრობ თუ სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებას:- ფიქრი, დროის კარგვაა.

პირველი კოცნა:- სერიოზულად მეკითხებით?

ბავშვობა:- საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა, თუმცა დედა ყველანაირად ცდილობდა  გაემარტივებინა ჩემთვის ცხოვრება.

გიცემია:- ზოგადად ცხოვრებაში ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, სწორედ ამ თემას მივუძღვენი ჩემი სადებიუტო კლიპი.

ნარკოტიკი:- მუსიკაა ჩემი ნარკოტიკი.

დაუვიწყარი დღე:- 17.02.2014

დღე, რომელსაც ცდილობ არ გაიხსენო:- უკვე აღარ მახსოვს.

ისეთი ჭორი, რომელმაც გაგაოცა:- ჭორების მიმართ საოცრად გულმავიწყი ვარ.

შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და ქალთან ვიყო“ :- ნუ მპარავთ ჩემს ფრაზას!

საზოგადოება:- ზედმეტად ერთფეროვანია.

ადამიანი:- რთული მიქსი.

ხალხის კრიტიკა:- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია.

რა არის რელიგია:- მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.

ამორალური საქციელი:- სხეულით ვაჭრობა.

დეპრესია:- არ ვიცი რა არის.

გასაჭირში, დახმარებას სთხოვ:- არავის.

ვის?რის? გამო გახდებოდი არაადეკვატური:- როდესაც უსამართლობას ვხედავ, ვხდები არაადეკვატური.

დათმობ მაშინ:- აქამდე არ მქონია შემთხვევა, რომ რამე დამეთმო, გამომდინარე აქედან არ ვიცი დავთმობ ოდესმე თუ არა.

ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომელიც ყველას უკვირდა“ :- 13 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე.

როგორ გახსენდება, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბავშვთა გუნდი, როდესაც გალობდი:-  მახსოვს, რომ იმ პერიოდში ვამაყობდი იმით რასაც ვაკეთებდი.

პირველი საკუთარი მუსიკა:- 10 წლის ასაკში დაწერილი ,,little drug”  

როდესაც საკუთარ მუსიკას წერ:- ჩემთვის მუსიკა ასოცირდება სექსთან, რადგან ვთვლი, რომ ადამიანი მუსიკის შექმნისას უნდა იყოს ისეთი შიშველი, როგორც სექსში.

აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროექტი ,,ახალი ტალღა“ :- ის ,,მალიბუარ იყო.

როდესაც, პირველად დადექი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე:- ნერვიულობისგან ანეგდოტების მოყოლა დავუწყე მაყურებელს, სიმღერის შესრულებამდე  ( თუმცა არავის გაეცინა )

რუსთავი 2-ის ,,პროექტი“ x ფაქტორი:-  დიდი გამოცდილება.

განცდა, როდესაც გიორგი გაბუნიას შესარჩევ ტურში დაუმტკიცე, რომ შენ იმსახურებდი X ფაქტორში ყოფნას:- don’t try me.

ჟიურის დამოკიდებულება:- ნაკლებად მაინტერესებდა.

განცდა, როდესაც ნიკა გვარამიამ შენს გამო დატოვა ჟიური:- ვფიქრობდი იმაზე, თუ ვინ იყო ირინა ალეგროვა.

,,მალიბუს ნიკა გვარამიამ სცენაზე დაუჩოქარა იყო ეს:- მიყვარს, როდესაც ადამიანები თავის შეცდომებს აცნობიერებენ. ( არამგონია ნიკა გვარამიამ ირინა ალეგროვას დაუჩოქოს )

როდესაც X ფაქტორი დატოვე:- გავბრაზდი.

სადებიუტო საავტორო სიმღერა:- ,, This is who I am”

შემოთავაზება, რომელზეც უარი თქვი:-  ჯერჯერობით ცუდი შემოთავაზებები არ მქონია.

სამომავლო გეგმები:- ისევ მუსიკას უკავშირდება.

ხვალ, რომ ანტი ქრისტე ნახო, რას ეტყოდი:- მევიდა დრო? J

ავტორი: სესე კოპალეიშვილი.