რა მიზეზით დაუბრუნდა ვიქტორია ბექჰემი "Spice Girls"-ს

13:44 02-12-2018
94

ცნობილია, რომ ინგლისური პოპ-ჯგუფი, "Spice Girls"-ი, 2018 წლიდან სცენას უბრუნდება. ოთხი "BRIT" ჯილდოს მფლობელი გოგონების  ჯგუფის წევრები, კვლავ გაახარებენ მსმენელს, ცნობილი ჰიტებით.  

ინგლისური პოპ ჯგუფი, "Spice Girls", დაარსდა 1994 წელს  ლონდონში და 2000 წლამდე,  წარმატებულად მოღვაწეობდა, სწორედ ამ ჯგუფს ეკუთვნის, ისეთი ცნობილი სადებიუდეტო სიმღერები, როგორიცაა: "Wannabe", "Say You’ll Be There", "Viva Forever" და სხვები. გოგონებს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა გაერთიანების, თუმცა ვიქტორია ბექჰემი, ამ იდეას არ იწონებდა.

ჯგუფი უკანასკნელად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვაზე, ლონდონში, 2012 წელს შეიკრიბა.

ამ ეტაპზე კი, პროდიუსერების ძალისხმევამ, საბოლოოდ შედეგი გამოიღო: ლამაზმანებისგან შემდგარი ხუთეული, მზად არის, ცოტა ხნით, გვერდზე გადადოს პირადი გეგმები და ახალი ალბომის გამოშვებისკენ მიმართოს, მთელი ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მუსიკალურ ჯგუფი "Spice Girls", 20 წლის იუბილეს  აღნიშნავს.

ჯგუფის ერთ-ერთი ექს-მონაწილე,  დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, რომელიც აქამდე უარს აცხადებდა, გოგონებთან ერთად მონაწილეობა მიეღო იუბილეს აღსანიშნავად, შეცვალა გადაწყვეტილება და ჯგუფის შემადგენლობას უბრუნდება.

"Mirror"-თან ინტერვიუში ვიქტორიამ განაცხადა, რომ მისი კარიერა, ყოველთვის იყო მიმართული ქალთა უფლებების და შესაძლებლობების დასაცავად, ამიტომ გადაწყვიტა, რომ უარი არ ეთქვა ამ შემოთავაზებისთვის. 

ბექჰემმა, ღიად ისაუბრა, "Spice Girls"=ის მომავალ პროექტებზე. საინფორმაციო წყაროს ცნობით, ჯგუფს, სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონიაში.  აგეთვე ჩინურ ტელეშოუში და ჩაწერონ მთავარი ჰიტების, ახალი ალბომი. სამაგიეროდ, პოპ-ჯგუფის თითოეული მონაწილე, დაახლოებით 14 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ  გოგონათა პოპ-ჯგუფის "Spice Girls"-ის წევრები არიან: მელან ბრაუნი, ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, მელანი ჩისჰოლმი და ჯერი ჰოლიუელი. ჯგუფი, 2001 წელს დაიშალა. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე