“ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი, რომ რაღაც კონკრეტული ჯგუფი მოაგვარებს თბილისის პრობლემას“- კახი კალაძე

13:27 02-12-2018
14

სასტუმრო რუმსში , თბილისის მერმა კახი კალაძემ გამართა ახალი ელექტრონული პორტალის პრეზენტანცია, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და მერიას მიაწოდოს თავისი იდეა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, მას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და სურს, რომ ქალაქის განვითარებაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს.

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ შევქმნიდი პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანის ჩართვა. ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი, რომ ერთი ადამიანი ან რაღაც კონკრეტული ჯგუფი მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქისთვისაა აქტუალური. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა,რომ ქალაქის განვითარებაში, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს“ - დასძინა თბილისის მერმა.