"ეს იყო საშინელი" - დაკოტა ჯონსონი "გრეის 50 ელფერის" ინტიმურ სცენებზე საუბრობს

15:01 02-11-2018
111

14 თებერვალს, წლის ყველაზე პოპულარული ფილმის "თავისუფლების 50 ელფერი" პრემიერა დიდ ეკრანზე გაიმართება. ეს არის ეროტიკული საგის მესამე ნაწილი მილიარდერ კრისტიან გრეისა და ახალგაზრდა ჟურნალისტის ანასტასია სტილის შესახებ.  ფილმის მთავარი გმირები , ჰოლივუდში ყველაზე ცნობადი მსახიობები, ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი, გახდნენ და მათ ყველა ნაბიჯს პაპარაცები აკონტროლებენ. შესაბამისად, მათი ყოველი ნაბიჯს პრესაში განიხილავენ. 

ასე რომ, დაკოტა ჯონსონმა ერთ-ერთ პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან ახალი ფილმის ინტიმური სცენების შესახებ ისაუბრა. 
"ფილმში ჩემი სხეული გაცილებით ბევრჯერ არის ნაჩვენები, ვიდრე ჯეიმის. ის გადაღებამდე აზიდვებს აკეთებს, მე კი ვწევარ და ვსვამ ვისკის" - იხუმრა მსახიობმა. მისი თქმით, მან უცილებლად წინასწარ უნდა იცოდეს, თუ როგორი სცენების თამაში მოუწევს. 

"მე თითოეული კადრისთვის სპეციალურად უნდა მოვმზადებულიყავი და ზუსტად უნდა მცოდნოდა, რას და როგორ ვაკეთებდით. და ყოველ ჯერზე ეს ასე ადვილი არ არის. თუმცა ვიცოდი, რომ ეს ასე მარტივი არ იყო.  რა თქმა უნდა, ისინი არ მაიძულებენ სამოსის გახდას, ეს მე თვითონ ვარჩიე", - აცხადებს ჯონსონი.
ჯონსომა ასევე ფილმის, ინტიმურ სცენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმის მთავარ გმირებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

"საბედნიეროდ, მე და ჯეიმი თავს ერთად კომფორტულ ვგრძნობთ როგორც მეგობრები. ჩვენ ორივე თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობდით. მაგრამ ეს მაინც საშინელება იყო" , - განაცხადა დაკოტა ჯონსონმა.