პიონჩანგი-2018-ზე შესაძლო კიბერთავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

12:45 02-11-2018
17

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-მდივნის ნენსი პარკის განმარტებით, ოლიმპიადის გახსნისას ინტერნეტის მუშაობაში ხარვეზები გამოიკვეთა. არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი ტერქნიკური გაუმართაობის უკან ჰაკერები დგანან.

ირკვევა, რომ ტექნოლოგიური ხარვეზები ძირითადად პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონს და მთავარ პრესცენტრს  შეეხო. ორგანიზატორებმა შესაძლო ჰაკერული თავდასხმისგან თავის დასაზღვევად გარკვეული პერიოდით პიონჩანგი-2018-ის ოფიციალური გვერდიც გათიშეს.

საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-მდივნის თქმით, მათ ამ საკითხით „სპეკულირება არ სურთ", მაგრამ ოლიმპიურ სერვერებზე გამიზნულ თავდასხმას არ გამორიცხავენ.

„გამოძიება ყველა გარემოებაზე მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში მდგომარეობასგამოვასწორებთ, - განმარტავს პარკი,- ყოველივეს გავლენა არ მოუხდენია არცერთ ღონისძიებაზე, არც ათლეტთა თუ გულშემატკივართა უსაფრთხოებას შექმნია რაიმე საფრთხე. ყველა შეჯიბრება გეგმისამებრ მიმდინარეობს, სისტემაც შესაბამის დონეზე ფუნქციონირებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენსპარტნიორებთან ერთად მუშაობს საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური ჯგუფი.

არის თუ არა ეს კიბერთავდასხმა? ამ თემაზე სპეკულირებას არ ვისურვებდი, რამდენადაც ჯერ პრობლემისწყაროს განსაზღვრას ვცდილობთ. იმედია, მალე დაწვრილებით ინფორმაციას მივიღებთ, რადგან ეს ყველასაინტერესებს."

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე შესაძლო კიბერთავდამსხმელთა შორის ხშირად სახელდებოდა ჩრდილოეთ კორეა. ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე IT უსაფრთხოების ფირმა McAfee თამაშების მასპინძლებს აფრთხილებდა კიდეც, რომ მათ ზამთრის თამაშებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კიბერშეტევა გამოავლინეს.

წყარო