მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ზაზა ფაჩულიამ დაბადების დღე ვიწრო წრეში, პარკეტზე 12 ქულით აღნიშნა.

12:20 02-11-2018
37

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსმა", კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე "სან ანტონიო" საკუთარ პარკეტზე დაამარცხა - 122:105. მასპინძელთა ქართველი ცენტრი, რომელიც იუბილარი იყო, სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთში გუნდს, 12 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "გოლდენ სტეიტის" მოთამაშე კლეი ტომპსონი აღმოჩნდა, რომელიც 25-ქულიანი ნიშნული დააფიქსირა, სტეფ კარი კი მხოლოდ 17 ქულას დასჯერდა. "სან ანტონიოდან" კი 20 ქულა საკუთარ ანგარიშზე ორმა კალათბურთელმა - ლამარკუს ოლდრიჯმა და კაილი ანდერსონმა ჩაიწერეს.

43მოგებითა და 13 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ლიგის ლიდერია და 2 მოგებით უსწრებს “ჰიუსტონს”. 13 თებერვალს ოკლენდელები “ფინიქსს” უმასპინძლებენ