მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"მშვიდობა ყოველთა!“ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს

14:29 02-09-2018
47

დღეს, 9 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წმ. იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს.

"აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა"

"ვითარცა ცეცხლი ყოველგვარ ლითონს, ისე გამოსცდის ხოლმე სამღვდელო დასი ადამიანთა სულებს: უმალ გამოაჩენს, მრისხანეა, სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი თუ სხვა რამ ვნება სჭირს, ასე ავლენს ყოველგვარ სისუსტეს და არა მარტო ავლენს, უფრო მძიმესა და დაუოკებელსაც ხდის მათ" - წმინდა იოანე ოქროპირი

მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი, 407 წელს გარდაიცვალა, ქალაქ კომანში. გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს, ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის, ერთი, მეტისმეტად ძლიერი იყო - დედოფალი ევდოქსია. სწორედ, მისი დაჟინებით ჩამოაცილეს, წმიდა მღვდელმთავარი, სამწყსოს.

იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა, მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ, კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა, წმიდა მამის ნაწილების, კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450), თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში, სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა, მღვდელმთავრის კუბოს, ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს, თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე, წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს.

იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება, კომანიდან კონსტანტინეპოლში, 438 წელს მოხდა. სიწმიდე, დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი, უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ, მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება.

დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა, ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“

"397 წლის შემოდგომაზე, წმინდა იოანე იქნა აღზევებული,  კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო ნომინირებული, ვიღაც საჭურისის მიერ, ეუტროპისის კონსულიზე, თავისდა დაუკითხავად. იგი ჩუმად გაიპარა ანტიოქიიდან, საზოგადოების ნებართვის გარეშე, დიდი ალიაქოთს თავიდან ასაცილებლად..

პატრიარქობის დროს, იოანე ოქროპირი მტკიცედ უარყოფდა, ფუფნებითი სოციალურ ყრილობებს, რამაც აღიარება მოუტანა უბრალო ხალხისაგან, მაგრამ საწინაამღდეგო მდიდარ მოსახლეობასა და სამღვდელოებასთან. მისი რეფორმაც დაგმობილი იყო, ამ ბოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ.

იოანეს ყოფაცხოვრება კონსტანტინოპლოში უფრო სავსე იყო ალიაქოთით ვიდრე ანტიოქიაში. თეოფილე ალექსანდრიელი, ალექსანდრიის პატრიარქს, უნდოდა, კონსტანტინოპოლის თავის გავლენის სფეროდ გადაქცევა და მკაცრად ებრძოდა, იოანეს. თეოფილემ, 4 ძმა ეგვიპტელი ბერი (ცნობილი როგორც “მაღალი ძმები”), რომლებიც ორიგენეს მიმდევრობის გამო გააძევა, იოანემ, ეს ძმები შეიფარა და ამის გულისთვის, თეოფილემ იაონეს დააბრალა თანაგრძნობა, ორიგენეს სწავლების მიმართ. მან, კიდევ ერთი მტერი გაიჩინა აელია ეუდოკია, ცოლი აღმოსავლეთის იმპერატორისა არკადიუსისა, ვისაც მიაჩნდა, რომ იოანეს მტკიცე გმობა, ექსტრავაგანტული ქალური ჩაცმულობის იყო მიმართული, მის მიმართ (არ არის გამორიცხული რომ იყო კიდევაც). ეუდოკიამ, თეოფილუსმა და სხვა მისმა მტრებმა, მოიწვიეს სინოდი 403 წელს, სადაც იოანე ოქროპირს დაედო ბრალი, ორეგენეს სწავლებასთან არაგულგრილობაზე. რამაც განაპირობა მისი გადაყენება და გაძევება.

ამან დიდი შფოთვა გამოიწვია საზოგადოებაში და დაუყონებლივ უკან დააბრუნეს. მისი დაპატიმრების ღამეს, იყო მიწისძვრა, რაც ევდოკიამ მიიღო როგორც ნიშანი ღვთის რისხვისა, რამაც აიძულა იგი, ეთხოვნა არკადიუსისთვის, იოანეს თავის ღირსების დაბრუნებოდა. მშვიდობა ცოტახანს გაგრძელდა, როდესაც ვერცხლის ძეგლი დაუდგეს ეუდოკიას, იოანეს ეკლესიასთან ახლოს, იოანემ მკაცრად დაგმო ცერემონიები. მან მკაცრად ამხილა იგი: “კვლავ ცეკვავს ჰეროდია, კვლავ ცეკვავს და უნდა, რომ მიიღოს იოანეს თავი,” იგი კვლავ იქნა გადასახლებული მაგრამ ახლა უკვე კავკასიაში, აფხაზეთში.

წმ. იოანე ოქროპირი იყო, ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ, წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.

ავტორი: რუსა ღვანიძე