დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: იმ საშინელებაში, რაც მაშინ სამეგრელოში მოხდა, დოდოს მონაწილეობა არ მიუღია

21:03 02-08-2018
81

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი აკაკი ვაშაკიძე გამორიცხავს, რომ გუგეშაშვილების ოჯახში მომხდარი ფაქტი დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას უკავშირდება. 

ამის შესახებ აკაკი ვაშაძემ ,,რეაქციაში" განაცხადა. 

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს იმ  პროცესებში, რაც სამეგრელოში ხდებოდა, მონაწილეობა არ მიუღია. 

,,იმ საშინელებაში, რაც მაშინ სამეგრელოში მოხდა, დოდოს მონაწილეობა არ მიუღია. მომხდარს წარსულს არ ვუკავშირებ.  ყველამ თავისი თავი უნდა დაიცვას.ის განწყობა, რომ სახელმწიფო ვერ იცავს არ არის შსს-ს პრობლემა მხოლოდ. ჩვენ საზოგადოება ვერ ვიცავთ ერთმანეთს, საზოგადოება უხეში გახდა. მე დაუცველობის განცდა არ მაქვს. ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება, უარესი პერიოდები გაგვივლია. არის პრობლემები დალექილი რაც გადმოვიდა ახალგაზრდებში. მთელი საზოგადოება აგრესიაზეა აწყობილი", - განაცხადა აკაკი ვაშაძემ.