FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე საქართველოშია

11:12 02-08-2018
23

FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია. თასი „კოკა-კოლას“ ორგანიზებით საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ფიფას და „კოკა -კოლას“ წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს. დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. მსოფლიო თასის ჩამოსვლა საქართველოში ფეხბურთის ფედერაციასთან და ქალაქ თბილისის მერიასთან პარტნიორობითაა ორგანიზებული. მსოფლიო თასს ”კოკა კოლას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დახვდნენ.

FIFA-ს მსოფლიო თასის ტური, რომლის ორგანიზატორიც არის „კოკა-კოლა“, უნიკალურ შანსს აძლევს მილიონობით ადამიანს გახდეს მონაწილე მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიების. „კოკა-კოლა“ და FIFA იწვევენ გულშემატკივრებს საკუთარი თვალით იხილონ თასი, რომლითაც FIFA გამარჯვებულ ქვეყანას აჯილდოებს. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს ადამიანს - იხილოს ფეხბურთის ყველაზე ძლიერი სიმბოლო.