"მოასწრო თქმა, ვინ დაესხათ თავს..."- გუგეშაშვილის ახლობელი

15:10 02-07-2018
180

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანმა დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციამდე თავდამსხმელის ვინაობის თქმა მოასწრო, სანამ გონებას დაკარგავდა.

როგორც დოდო გუგეშაშვილის ახლობელი ამბობს, დაჭრილმა შვილის მდგომარეობაც მოიკითხა და "ნოდარიკოს მიმიხედეთო" თქვა.

ახლობელი ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები ამ ინფორმაციის საფუძველზე ეძებენ სწორედ დამნაშავეს, რომელიც დღეს დილით ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს გუგეშაშვილს და მის ვაჟს. შეგახსენებთ, შემთხვევის შედეგად, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილს კი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.