"საერთო საცხოვრებელს კერძო ინვესტორები ააშენებენ" - მიხეილ ჩხენკელი

13:56 02-07-2018
32

დამატებით, 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდებაამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვითგამოსვლისას განაცხადა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საერთო საცხოვრებელს კერძო ინვესტორები ააშენებენ და ასევე დაგეგმილია თსუ- მეორე კორპუსის რეაბილიტაციაც.

ყველას, მთელ საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. განათლების სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ინიციატივებს, როგორც მეცნიერები, ასევე, განათლების კუთხით, რაც უნივერსიტეტში ხორციელდება.

 ასევე, სამინისტროს მხარდაჭერით უკვე გაიხსნა ლისის ტბასთან საერთო საცხოვრებელი. დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი, ეს არის 3 000 სტუდენტზე საერთო საცხოვრებელი, რომელიც აშენება. აქ კერძო ინვესტორები იქნებიან ჩართული და მალე დაიწყება მეორე კორპუსის რეაბილიტაცია და მისი რემონტი.

 ამასთან, მეცნიერების ფესტივალი, რომელიც წელს ჩატარდება, მიეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ღონისძიება უნივერსიტეტში გაიმართება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ავტორი: ლაშა ბაბუხადია