„ბრაზიანი, პირშიმთქმელი მარინა კიდევ უნდა ვინმეს?“ - მარინა ბერიძე „რუსთვი 2“-ის მუსიკალური შოუს ჟიურიში გამოჩნმდება - exclusive

13:49 02-07-2018
750

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით „რუსთავი 2“ ახალი მუსიკალური შოუსთვის ემზადება. „მხოლოდ ქართული“ ასე ჰქვია შოუს, რომლის მთავარი პროდიუსერი, გიორგი უშიკიშვილია. როგორც გიორგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა. პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება. შოუში მონაწილეების შესარჩევად ტურები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. 

ჯერ-ჯერობით მკაცრად გასაიდუმლოვებიალია ჟიურის ვინაობა. 

ჩვენი ინფორმაციით ჟიურის ერთ-ერთ წევრად მარინა ბერიძეს მოიაზრებენ. ჩვენ ქალბატონ მარინას დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ. 

- ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

- თუ იქნება შემოთავაზება, დათანხმდებით?

- ამ პროექტის შესახებ მეც თქვენი საიტიდან შევიტყვე. ეს დღეები არ ვყოფილვარ სამსახურში. დღეს მოვედი და ვნახოთ რა იქნება. ისე, ბოლო დროს ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი და კუსკუსა გოგოები და ბიჭები სხედან ჟიურიში, რაღა დროს მარინა ბერიძეა. არ ვიცი, ბრაზიანი, პირში მთქმელი მარინა კიდევ ვინმეს უნდა? დაბრუნდა ეგ დრო (იცინის)?

- მგონი მოენატრა მაყურებელს სწორედ ასეთი მარინა. ამიტომაც მოგიაზრებენ თქვენ...

- არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი, რა კარგად მღერი, რა საყვარელი ხარ, რა კარგად გამოიყურები და ვერ აგიყვან-მეთქი... ზოგადად ძალიან მომეწონა პროექტის იდეა, სერიოზული წამოწყებაა და სჭირდება ქვეყანას. ვიქნები გულშემატკივარი. გიორგის არ შეეშლება. 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი