თავდამსხმელი გუგეშაშვილების ოჯახს იცნობდა

13:18 02-07-2018
50

თავდამსხმელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს იცნობდა. ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიცის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. 

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით კი დოდო გუგეშაშვილმა და მისმა შვილმა დამნაშავეს კარი თავისი ნებით გაუღეს. 

მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ და სავარაუდოა, რომ თავდასხმა მაყუჩიანი იარაღით განხორციელდა. 

გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). 

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ. მოკლულია დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი, თავად დოდო გუგეშაშვილს კი ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება,. ის გულმკერდის არეშია დაჭრილი.