რა ხდება ამ წუთებში დოდო გუგეშაშვილის სახლთან? - პირდაპირი ეთერი

13:03 02-07-2018
60

დოდო გუგეშაშვილის სახლთან ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ წუთებში დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. როგორც ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს" ქირურგმა თეიმურაზ მგელიაშვილმა განუცხადა, მას ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული და ამ წუთებში საოპერაციოდ ემზადება. 
შეგახსენებთ, რომ დიღმის მასივში, საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, დოდო გუგეშაშვილი კი, სავარაუდოდ, დაჭრეს. ადგილზე პოლიციაა. ტერიტორია შემოსაზღვრულია.

სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

დოდო გუგეშაშვილი მხედრიონის ყოფილი წევრი და პოლკოვნიკია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები)

"დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.