დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს

13:00 02-07-2018
82

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები)

"დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის შვილი გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ავტორი: საბა ხვიჩია