ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713875951

მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაშიძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.„ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც  გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713875607

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს.„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713875580

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც მზის ამოსვლაზე ადრე იღვიძებენ

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც მზის ამოსვლაზე ადრე იღვიძებენ:1. ვერძი - აქტიურ ვერძებს 24 საათი არ ჰყოფნით თავიანთი უამრავი საქმის მოსაგვარებლად და წესრიგში მოსაყვანად. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება ადრე გაიღვიძონ და ადრიანად შეუდგნენ საქმიანობას. ეს არ ნიშნავს, რომ ვერძები დასაძინებლად ადრე მიდიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს იფხიზლონ და მოუგვარებელი საქმეები არ დატოვონ. 2. ტყუპები - ტყუპებს უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი დღის განმავლობაში და მათი დღის განრიგი გადატვირთულია. იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწრონ, ადრიანად იღვიძებენ. საუკეთესო იდეები ტყუპებს სწორედ დილით უჩნდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათის განმავლობაში ეძინოთ და ეს მათ შრომისნუნარიანობაზე და კრეატიულ მხარზე უარყოფით გავლენას ვერ ახდენს. 3. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც ე.წ. ტოროლა ადამიანებს მიეკუთვნებიან. მათ იციან, რომ თუ ადრიანად გაიღვიძებენ და ადრიანად დაიწყებენ საქმიანობას, უფრო პროდუქტიულები იქნებიან. ამ შემთხვევაში, ლომები უფრო კონცენტრირებულები არიან და იდეალურად აკეთებენ საქმეს. ადრიანად გაღვიძება ასევე მათ პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება. 4. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. თხის რქა დილით ძალიან ადრე იღვიძებს და ოფისში ყველაზე ადრე მიდის. თხის მას უყვარს დილით ადრე მუშაობა, რადგანაც ამ დროს მარტოა და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა აქვს, სწორედ ამიტომ, უფრო ნაყოფიერია და უფრო მეტი საქმის გაკეთებას ასწრებს. 5. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს დილით ადრე ადგომა და ვარჯიში ჰგვრით სიამოვნებას. ჯანსაღი ცხოვრება მათთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც, არასოდეს ეზარებათ ადრიანად გაღვიძება. ისინი ადრე იღვიძებენ, ვარჯიშობენ და ამით სხეულის გაჯანსაღებასთან ერთად პოზიტიურ განწყობასაც იქმნიან.

თეგეტა მოტორსი

საზოგადოება 1713875430

„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.„დედამიწის დღე 2024-ის“ მთავარი  გზავნილი - „პლანეტა პლასტმასას წინააღმდეგ“ იყო. სწორედ ამ მოწოდებას უპასუხა „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლევანდელი აქტივობით - კომპანიამ მწვანე სოციალურ საწარმო „ტენესთან“ თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის მიზნით, მოქალაქეებს პლასტმასის შეგროვების აქციაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. „თეგეტას“ შვილობილი კომპანიის, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ელექტრომანქანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა, კონკრეტულ ლოკაციებზე კი „ტენეს“ წარმომადგენლები მოსახლეობისგან შეგროვებულ პლასტმასას იბარებდნენ. აქტივობის შედეგად სხვაფასხვა ლოკაციაზე ნახევარ ტონაზე მეტი პლასტმასა შეგროვდა.თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და „თეგეტაში“ წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს.ასევე გამოვარჩევდი  კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.თბილისის მასშტაბით შეგროვებული პლასტმასა „ტენემ“ გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღო. აქტიურ მოქალაქეებს კი „ტენეს“ დამტენები გადაეცათ. კომპანია „ტენეს“ მიზანი სწორედ საზოგადოებაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მაგალითის მიცემა, გარემოს დასუფთავება, პლასტმასის ჩაბარება და ამ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვაა.სანდრო ლილუაშვილი, კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი: „ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ნარჩენების მავნებლობასთან, ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემაა ის, რომ გამოყენებულ პლასტმასას მუნიციპალურ ურნებში ვყრით, ეს ნარჩენი იმარხება ნიადაგში, რაც საზიანო და დაუშვებელია.ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება დაგვეკისრა, რომ ნარჩენები დავანაწევროთ, ცალ-ცალკე ურნაში განვათავსოთ, მაგრამ საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორს -  კომპანიებს, რომლებიც პარტნიორობას გვიწევენ სხვადასხვა აქციის დაფინანსების კუთხით. სიმბოლურად, თუნდაც პლასტმასის 50 ბოთლის სახურავის ჩაბარების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვასაჩუქრებთ, ვცდილობთ, მათი ძალისხმევა წავახალისოთ. მსგავს აქტივობებს დიდი გამოხმაურება აქვს მოსახლეობაში. ამჯერად მსგავსი აქცია „თეგეტასთან“ პარტნიორობით გავმართეთ. ერთობლივად შევახსენეთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია, პლასტმასის ნარჩენები ურნებში არ მოხვდეს. ამ ტიპის ღონისძიებებით ადამიანები ეჩვევიან პლასტმასის ცალკე შეგროვებას. ასე ვზრდით სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ვზრუნავთ დედამიწაზე და ვცვლით მოქალაქეების ქცევას“.„თეგეტა ჰოლდინგის“ შიდა ორგანიზაციული კულტურა ზედმიწევნით ეხმაურება გზავნილს - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში უკვე რამდენიმე წელია, პლასტმასის შესაგროვებელი მწვანე ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად ათასობით ბოთლი გროვდება და პარტნიორ საწარმოში იგზავნება გადასამუშავებლად, რაც გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს. „ტენესთან“ ერთად განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ მოუწყო. „დედამიწის დღე თეგეტაში“ ჰოლდინგმა შვილობილ კომპანიასთან - „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად აღნიშნა. კომპანიის სათავო ოფისში  „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. გამოწვევაში ჩაერთო „თეგეტას“ ყველა ფილიალი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც ჯამში 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამამუშავებელ კომპანიას გაეგზავნა.გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიაში ქაღალდის მოხმარება შემცირებულია. საჭირო დოკუმენტაცია მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება, ჰოლდინგის შიდა დოკუმენტბრუნვა კი სრულად ელექტრონულია. „თეგეტაში“ მოხმარებული მეორადი ქაღალდი გროვდება და, პროექტ „მაკულიტერატურასთან“ ფარგლებში, გადამმუშავებელ ქარხანაში იგზავნება.  „თეგეტას“ მიერ ქაღალდის დაზოგვისა და გადამუშავების შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 200-ზე მეტი ხის მოჭრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.„თეგეტა“ ზრუნავს საწარმოო მასალების გადამუშავებაზეც. კომპანიაში ხარისხდება მეორადი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები. შემდეგ ეს ნარჩენები „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „გრინ პლანეტის“ საშუალებით ლიცენზირებულ გადამმუშავებელ საწარმოებს ჰბარდება და სხვადასხვა პარტნიორი საწარმოს მიერ სასარგებლო რესურსად გარდაიქმნება.თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713875159

ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით.„ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს - კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა.დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში - არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა.„მაგალითად, კობი-ქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი არ არსებობს. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია, ანუ ეს არ არის არგუმენტი.ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.